თხილის დაავადებები
თხილის დაავადებები განპირობებულია რიგი მიზეზებით, მათ შორისაა მიწის ნიადაგის მდგომარეობა, გეოგრაფიული არეალი, ტენიანობა, თხილის ბაღების მოვლა-პატრონობის ხარისხი და სხვა.
ამ სტატიაში, წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ თხილის დაავადებებს:
- თხილის ნაცარი
- თხილის ყავისფერი სიდამპლე
- თხილის ნაცრისფერი სიდამპლე
- ფომოფსისი
- ფოთლის ლაქიანობა
- ხავსებიმღიერები და ლიქენები;
დაავადების წინააღმდეგ აუცილებელია ჩატარდეს პრევენციური ღონისძიებები:
-მოსავლის აღების შემდგომ, აუცილებელია დაავადებული და დაზიანებული ტოტების მოჭრა, ხოლო შემდგომ ტერიტორიიდან მათი გატანა და დაწვა
-აუცილებელია ჩამოცვენილი ფოთლებისა და ხეზე დარჩენილი დაზიანებული თხილის ბუჩქების შეგროვება და დაწვა.
-გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში რეკომენდირებულია მცენარეების ირგვლივ ნიადაგის შემობარვა;
-რითიც თქვენ აარიდებთ თქვენ პლანტაციას დაავადებული მცენარის ნარჩენებს, რომლებშიც იბუდებენ სოკოები და სხვა მავნე ორგანიზმები.
თხილის შეწამვლის საკითხებს განვიხილავთ შემდგომ სტატიებში.