Skip to content

ჩვენ შესახებ

მეთხილე ფერმერთა კავშირი აერთიანებს კომერციული ზომის თხილის პლანტაციათა მფლობელებს, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. ჩვენი კავშირი დაფუძნებულია 18 წევრის მიერ. ამჟამად ჩვენი წევრების მიერ გაშენებული თხილის პლანტაციების საერთო ფართობი შეადგენს 1960 ჰექტარს.

მეთხილე ფერმერთა კავშირის წევრები საქართველოში ქმნიან ყველაზე ხარისხიან თხილს, სწორედ მსგავსი ხარისხიანი თხილის მეშვეობით ხდება ქართული თხილის ბრენდირება, როგორც უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა მსოფლიო ბაზარზე.

თხილი საქართველოში უხსოვარი დროიდან მოყოლებული მოჰყავდათ. თხილი და თხილისგან დამზადებული ზეთი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში. დღეს თხილის ინდუსტრია მზარდი აგრო მიმართულება გახდა საქართველოში, თუმცა არსებობს მთელი რიგი გამოწვევებისა, რასაც მეთხილე ფერმერი მარტო ვერ უმკლავდება.

მეთხილე ფერმერთა კავშირის მიზანია დაეხმაროს მეთხილეებს ერთის მხრივ შეამცირონ თხილის წარმოების თვითღირებულება, მეორეს მხრივ გაზარდონ მოსავლიანობა და სარეალიზაციო ფასი.

კავშირის ძირითადი მიზნებია:

პესტიციდებისა და სასუქების გამოყენების ოპტიმიზაცია და მათზე ექსკლუზიურად დაბალი ფასების ქონა;
იაფ ფინანსურ რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა
მაღალი სარეალიზაციო ფასის ქონა
ახალი ტექნოლოგიების დანერგვა

ჩვენ გვჯერა, რომ საშუალო ზომის კომერციული პლანტაციების აქვს უმნიშვნელოვანესი როლი დარგის განვითარებაში, რადგან სწორედ ასეთ პლანტაციებში ინერგება უახლესი მიდგომები და ტექნოლოგიები. კომერციულად წარმატებული პლანტაციები კი პოზიტიური მაგალითია მცირე ზომის პლანტაციათა მფლობელთათვისაც.