Skip to content

ორეგონის შტატში 2021 წლისთვის პროგნოზირებენ 62,000 ტონა თხილის მოსავლის მიღებას.

ორეგონის შტატში 2021 წლისთვის პროგნოზირებენ 62,000 ტონა თხილის მოსავლის მიღებას.

თხილის მარკეტინგის საბჭომ შეაჯამა მათი ყოველწლიური კვლევა, რომელიც სუბიექტურია, რადგან ეფუძნება მხოლოდ ფერმერთა მოსაზრებებს. კვლევის მიხედვით, მოსავლის საპროგნოზო ოდენობა შეადგენს 62,600 ტონას.

მოცემული კვლევა ეფუძნება გამოკითხვას, რომლის ფარგლებშიც თხილის ფერმერები ავსებენ სპეციალურ ფორმას, სადაც  უთითებენ პლანტაციების  შუა ივლისის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებულ თავიანთ პროგნოზებს, მოსავლის მოცულობის შესახებ.

წლის განმავლობაში არსებული რთული ამინდის პირობებში, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, დაფიქსირდა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. კერძოდ, მეთხილეთა ნაწილი ვარაუდობდა მოსავლის არსებით ზრდას, ამავდროულად კი მეორე ნაწილი თებერვლის ყინვების, მაღალი სიცხეებისა და საზაფხულო გვალვის გათვალისწინებით, მოსავლის შემცირებას პროგნოზირებდნენ.

აღსანიშნავია ახალი, განსაკუთრებით კი ინტენსიური ნარგაობების მსხმოიარობაში შესვლა, რამაც  მოახერხა კლიმატის მიერ მიყენებული ზიანის კომპენსირება.

ფერმერთა მოსაზრებებზე დაფუძნებული სუბიექტური კვლევა, როგორც წესი,  ხორციელდება აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და ეროვნული აგრარული სტატისტიკის სააგენტოს მიერ ობიექტურ ფაქტორებზე დაფუძნებულ კვლევასთან ერთად. წელს კი მუშახელის სიმცირის გამო, ვერ მოხერხდა ამ უკანასკნელის ჩატარება, რამაც  მთლიანად ინდუსტრიისთვის, ფერმერთა მოსაზრებებზე დაფუძნებული სუბიექტური კვლევისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება განაპირობა.

კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წელს, მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა 62 600 652 ტონას შეადგენს, რაც აშშ-ს თხილის სექტორის ახალ რეკორდულ რაოდენობას წარმოადგენს.