შესაძლებელია თუ არა თხილი არა ეტაპობრივად, არამედ ერთიანად მწიფდებოდეს?
თხილს აქვს ბუნებრივად განსაზღვრული დრო, როდესაც იწყებს დამწიფებას და ცვენას.
მოსავლის აღების პროცესი მოითხოვს პლანტაციაში დაახლოებით 3-ჯერ შესვლას იმისათვის, რომ მოსავალი სრულად შეგროვდეს.
ეს იმის ბრალია, რომ თხილი არა ერთიანად, არამედ ეტაპობრივად მწიფდება.
თხილის მოსავლის დიდი ხნით მიწაზე დატოვება იწვევს მის ლპობას.
მიწასთან და ტენთან ხანგრძლივი კონტაქტის გამო თხილის ნაყოფი ინფიცირდება სხვადასხვა სოკოვანი დაავადებით. მოსავლის აღების ხანგრძლივობის შემცირებით უმჯობესდება თხილის ხარისხი, ასევე იზრდება რაოდენობა.
მოსავლის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მიწაზე ხანგრძლივად ყოფნის გამო გაფუჭდა წელს საქართველოში.
უკეთესი სიტუაცია არც იტალიაში და თურქეთში იყო 2021 წლის სეზონზე თუმცა, იქ ამ პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ.
ამ სტატიაში გვსურს ვისაუბროთ ეთეფენზე, ზრდის რეგულატორზე, რომელიც თხილს არა ეტაპობრივად, არამედ ერთიანად ამწიფებს.
წარმოიდგინეთ, ვასხურებთ მცენარეს, ველოდებით 2 კვირა და ერთი შესვლით სრულად ვიღებთ მაღალი ხარისხის მოსავალს!
თურქი აგრონომები მიიჩნევენ, რომ ეთეფონის გამოყენებით, შესაძლებელია თხილის დამწიფების სინქრონიზაცია, რაც გამოიწვევს მოსავლის აღების პერიოდის შემცირებას.
აღნიშნული ნივთიერება მცენარის მეტაბოლიზმის შედეგად გარდაიქმნება ეთილენად, რომელიც მცენარის ზრდის და სიმწიფის რეგულატორია.
ეთოფენი ინტენსიურად გამოიყენება ბევრ კულტურაში: ხორბალში, ბრინჯში, ანანასის კლტურებში და სხვაგან.
ეთოფენი ითვლება აბსოლუტურად უვნებელ ნივთიერებად, რადგან იგი ძალიან მალე გარდაიქმენბა ეთილენად, ხოლო ეთილენი ევროკავშირის მიერ ნებადართული ნივთიერებაა.
ეთოფენი თხილის კულტურაში პირველად 90- იანების მიწურულს გამოიყენეს იტალიაში.
პროდუქტის გამოიყენეს მოსავლის აღების დაწყებამდე 15 დღით ადრე, რამაც აჩვენა დამაკმაყოფილებელი შედეგები, თუმცა, მაღალ დოზებში გამოყენება, ფიტოტოქსიური აღმოჩნდა მცენარის ფოთლებისთვის.
ამჟამად იტალიაში, ისევე როგორც. თურქეთში, ეთეფონი არ არის რეგისტრირებული თხილის კლუტურისთვის. თუმცა განსხვავებული სიტუაციაა სხვა ქვეყნებში.
ეთოფენის გამოყენება ნებადართულია თხილის კულტურისთვის აშშ-ში (ორეგონის შტატში) და ჩილეში.
ევროპაში სხვადასხვა კაკლოვან კლუტურებში ეთოფენის გამოყენებაზე ექსპერიმენტები გრძელდება. საჭიროა დადგინდეს ყველა გვედრითი ეფექტი, რასაც ეს ნივთიერება იწვევს თხილის მცენარეზე.
მანამდე კი, იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ ჯიშებზეც გამოცდიან ამ ნივთიერებას, რადგან მასზე უფრო იაფი და ეფექტური მეთოდი მოსავლის ხარისხის შესანარჩუნებლად, უშუალოდ მოსავლის აღების პროცესში, ჯერ-ჯერობით არაფერია.