თხილის მავნებლები და დაავადებები პირველად თავს იჩენენ გაზაფხულზე, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად. აპრილში მოსალოდნელია ისეთი საფრთხეების გამოჩენა, როგორიცაა კვირტის ტკიპა და ნაცარა. აპრილი არის იდეალური დრო მათ წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყებად.
აღსანიშნავია, რომ კვირტის ტკიპების ხილვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. მსხვილი ფერმერები მცირე ზომის საველე მიკროსკოპებით აკვირდებიან ხოლმე მავნებლების მიგრაციას. როცა ჰაერის ტემპერატურა 18-20 გრადუსამდე თბება, ტკიპები იწყებენ კვირტებიდან გამოსვლას. სწორედ ეს პერიოდია წამლობისთვის მნიშვნელოვანი დრო, რადგან კვირტში მყოფი ტკიპას მოსპობა ფაქტობრივად შეუძლებელია.
კვირტის ტკიპა პირდაპირ გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე და ბოლო წლებში საკმაოდ გავრცელდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მეთხილე ფერმერთა კავშირის წევრი ფერმერები კვირტის ტკიპას წარმატებით ებრძვიან ტებუფენპირადით, სპიროდიკლოფენით, აბამექტინითა და გოგირდის შემცველი პრეპარატებით.