Skip to content

სასუქების ინდუსტრიის მიმოხილვა: გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები მეთხილე ფერმერებისთვის

თხილის ზრდისა და განვითარებისთვის სასუქების სწორი ბალანსი გადამწყვეტ როლს ასრულებს. სამი ძირითადი ელემენტი — აზოტი (N), ფოსფორი (P) და კალიუმი (K) — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ხოლო კალიუმს თხილისთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან მისი საჭიროება უფრო მეტია, ვიდრე აზოტისა და ფოსფორის.

აზოტი მნიშვნელოვანია მცენარის ვეგეტატიური ზრდისთვის რადგან იგი აძლიერებს ფოთლის მასის განვითარებას. თუმცა, თხილისთვის აზოტის გადაჭარბებული მიწოდება არ არის სასურველი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ვეგეტატიური ზრდის გაძლიერება ნაყოფის განვითარების საზიანოდ.

ფოსფორი ფესვთა სისტემის გაძლიერებისთვისაა. ენერგიის გენერაციისთვის, რომელიც აუცილებელია ზრდისა და ნაყოფის ფორმირებისთვის. ფოსფორის დეფიციტის შემთხვევაში მცენარე სუსტდება, ნაყოფის განვითარება ფერხდება. აღსანიშნავია რომ თხილი, ფოსფორს შედარებით ნაკლებად მოითხოვს, ვიდრე აზოტსა და კალიუმს.

თხილისთვის კალიუმის საჭიროება აღემატება აზოტისა და ფოსფორის საჭიროებას. ეს ელემენტი აუცილებელია:

  1. ნაყოფის ხარისხისთვის: კალიუმი აუმჯობესებს ნაყოფის ზომას, სიმტკიცეს და გემოს.
  2. სტრესისადმი გამძლეობისთვის: კალიუმი ზრდის მცენარის გამძლეობას გვალვისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ.
  3. მცენარის იმუნიტეტის გაუმჯობესებისთვის: კალიუმი ხელს უწყობს მცენარის გამძლეობას დაავადებებისა და მავნებლების მიმართ.

კალიუმის დეფიციტი თხილის პლანტაციებში თითქმის ყველა რეგიონში შეინიშნება. განსაკუთრებით თხილის კულტურებისთვის განკუთვნილ ფართობებზე. ერთ ერთი გამომწვევი მიზეზი უდაოდ თხილის მიერ დიდი რაოდენობით კალიუმის მოხმარებაა.

2024 წლის მიმოხილვა

2024 წელი სასუქების ინდუსტრიისთვის მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილებით გამოირჩეოდა.

აზოტოვანი სასუქები: კარბამიდი (UREA) და ამონიუმის ნიტრატი (AN) ყველაზე მოთხოვნადი სასუქები იყო აზოტოვანი სასუქებს შორის მსოფლიოში. მათი მსოფლიო ფასები 2023 წლის განმავლობაში შემდეგნაირად იცვლებოდა (USD/ტონა):

თვე

შარდოვანა

  ამონიუმის გვარჯილა

იანვარი

400

310

მარტი

380

300

ივნისი

360

290

სექტემბერი

370

295

დეკემბერი

390

305

ფასების დინამიკაზე გავლენა მოახდინა გაზის საერთაშორისო ფასებმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უკრაინამ რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირება შეაჩერა, რამაც აზოტოვანი სასუქების წარმოებასა და დისტრიბუციაზე ზეგავლენა იქონია.

ფოსფატური სასუქები: DAP და MAP ფასები სტაბილურობით გამოირჩეოდა, თუმცა ჩინეთმა, როგორც ფოსფატების მთავარი ექსპორტიორმა, 2023 წლის ივლისში დროებით შეზღუდა ექსპორტი, რამაც გლობალურ ბაზარზე დეფიციტი შექმნა. შეზღუდვა 2024 წლის მარტში შემსუბუქდა და ფასების ნაწილობრივ შემცირებას დაეხმარა. ფოსფოროვან სასუქებზე ფასები 2024 წლის სეზონზე შემდეგნაირად იცვლებოდა (USD/ტონა):

თვე

DAP(დიამონიუმის ფოსფატი)

    MAP (მონოამონიუმის ფოსფატი)

იანვარი

700

    650

მარტი

680

    630

ივლისი

750

    700

სექტემბერი

720

    680

დეკემბერი

690

    640

 კალიუმის სასუქები: კალიუმის ქლორიდი (MOP) და კალიუმის სულფატი (SOP) შედარებით ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, რადგან რუსეთი და ბელარუსი ამ სასუქების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებლები არიან. ბელარუსული კალიუმის მიწოდებაზე დაწესებული სანქციები 2023 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გააღრმავა დეფიციტი. მათი ფასები 2023-2024 წლებში შემდეგნაირად იცვლებოდა (USD/ტონა):

თვე

კალიუმუს ქლორიდი

 

 

 

 

 

 

კალიუმის სულფატი

იანვარი

600

 

 

 

 

 

 

750

მარტი

620

 

 

 

 

 

 

770

ივნისი

640

 

 

 

 

 

 

780

სექტემბერი

660

 

 

 

 

 

 

800

დეკემბერი

680

 

 

 

 

 

 

810

ლოჯისტიკის ხარვეზებმა, რუსეთ-უკრაინის ომმა და ენერგორესურსების ფასების მატებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კალიუმის სასუქების თვითღირებულებაზე, რაც საბოლოოდ ფასებში აისახა.

ძირითადი გლობალური ფაქტორები

ჩინეთის ფაქტორი: ჩინეთმა, როგორც აზიური ბაზრის მთავარი მიმწოდებელმა, 2024 წელს ფოსფატური სასუქების ექსპორტზე შეზღუდვები შემოიღო, რაც აზიასა და ევროპაში დეფიციტს აძლიერებდა. საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიება დამატებით ხარჯებს მოითხოვდა.

ინდოეთის მოთხოვნა: ინდოეთი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი, 2024 წელს გაზრდილ იმპორტზე გადავიდა, რაც აზოტოვანი და ფოსფატური სასუქების ფასებზე ზეწოლას იწვევდა.

რუსეთ-უკრაინის ომი: ომმა ლოჯისტიკასა და ენერგორესურსებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. უკრაინული გაზის ტრანსპორტირების შეჩერებამ ევროპაში გაზის ფასების ზრდა გამოიწვია, რაც აზოტოვანი სასუქების წარმოების ხარჯებს ზრდიდა.

აშშ-ს პოლიტიკის ზეგავლენა: ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებში დაძაბულობის გაზრდამ 2024 წლის მეორე ნახევარში ჩინური სასუქების გლობალურ მიწოდებაზე ზეგავლენა მოახდინა. შედეგად, ჩინეთმა დროებით შეზღუდა სასუქების ექსპორტი, რაც გლობალურ ბაზარზე ფასების ზრდას იწვევდა. 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პოლიტიკა ისევ იმოქმედებს ჩინური პროდუქციის მიწოდების სტაბილურობაზე, რაც აზიურ და ევროპულ ბაზრებზე ფასების შემდგომი ცვლილებების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება.

გაზისა და ნავთობის ფასების ზეგავლენა

სასუქების წარმოებისთვის ენერგორესურსები კრიტიკულია. 2024 წელს გაზის მაღალი ფასები აზოტოვანი სასუქების თვითღირებულებას ზრდიდა. 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ გაზის ფასები კვლავაც დამოკიდებული იქნება გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, რაც შესაძლოა აზოტოვანი სასუქების თვითღირებულება სტაბილურად მაღალ დონეზე შეინარჩუნოს. ამასთან, ნავთობის ფასებზე პროგნოზი აჩვენებს, რომ ისინი ზომიერი მატების ტენდენციით იმოძრავებენ, რაც ტრანსპორტირების ხარჯებს ნაწილობრივ გაზრდის და სასუქების საბოლოო ფასებზეც გავლენას მოახდენს.

ამჟამინდელი მდგომარეობა

2025 წლის დასაწყისისთვის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის ფასების სტაბილურობა ფიქსირდება. ჩინეთმა ექსპორტზე შეზღუდვები დროებით შეამსუბუქა, თუმცა დეფიციტი კვლავაც არსებობს. საქართველოში კი ფასებზე გავლენას ლოჯისტიკური ხარჯები და ინფლაცია ახდენს.

პროგნოზი 2025 წლისთვის

2025 წლის სეზონზე მოსალოდნელია:

  • აზოტოვანი სასუქები: ფასების სტაბილიზაცია, თუმცა გაზის ფასების ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული.
  • ფოსფატური სასუქები: ჩინეთის ექსპორტის გაგრძელების შემთხვევაში ფასების შემცირება.
  • კალიუმის სასუქები: მიწოდების დეფიციტი შესაძლოა გაგრძელდეს, განსაკუთრებით რუსეთის მიწოდების შეზღუდვის გამო.

შეჯამება

საქართველოს თხილის მწარმოებლებისთვის სასუქების ბაზარი კვლავ გამოწვევებითაა სავსე. სახელმწიფომ სასურველია შეიმუშავოს სუბსიდირების პროგრამები, რომლებიც კონკრეტულად მიზნად ისახავს სასუქების ხარჯების შემცირებას და ფერმერებისთვის მათი ხელმისაწვდომობის ზრდას.  თხილის მწარმოებლებმა უნდა მიიღონ ცოდნა და პრაქტიკული კონსულტაციები სასუქების სწორი და ეფექტური გამოყენების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ნაყოფიერების ზრდას და ხარჯების ოპტიმიზაციას.

პროცესების სწორი მართვის პირობებში საქართველომ შეიძლება გააძლიეროს პოზიციები სასუქების ეფექტიან გამოყენებაში, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის როგორც თხილის ასევე დანარჩენი აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.