გახდა ცნობილი, რომ ორდუში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თხილის მწარმოებელი რეგიონია თურქეთში, დაფიქსირდა -8 გრადუსი ტემპერატურა 19-20 მარტის ღამეს.
აღნიშნული ტემპერატურა 1.5 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც გამოიწვია მოსავლის ნაწილის დაზიანება.
დაზიანება შეეხო ორდუს რაინოის იმ პლანტაციებს, რომლებიც ზღვის დონიდან შედარებით მაღლა იმყოფება. ინფორმაცია არ ვრცელდება რა ოდენობის თხილია დაზიანებული, ან იქონიებს თუ არა ეს ფასზე რაიმე ზეგავლენას.
დღევანდელი ვითარებით კი აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მოსავლის დაზიანებაზე, თხილის ფასის ზრდა არ გამოუწვევია. 30 მარტს ორდუში 50% იანი გამოსავლიანობის თხილი 37 თურქულ ლირად ანუ დაახლოებით 7.7 ლარად იყიდებოდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა ავრცელებს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ რადგან სიცივეების გამო თხილის მცენარე ჯერ გაღვიძებული არ იყო, მარტის ყინვები ვერას დააკლებდა თხილის მოსავალს, თუმცა წინ აპრილია, რომელიც ყველაზე სარისკო თვეა წაყინვებისთვის.
მსხვილ მეთხილე ფერმერთა კავშირი წარმატებულ სეზონს უსურვებს საქართველოში თხილის პლანტაციებში მუხლჩაუხრელად მომუშავე ყველა ფერმერს. იმედია თხილის ფასი წელს მაინც საპირწონე იქნება იმ შრომაზე და გაზრდილ დანახარჯებზე, რაც მეთხილეებს ზურგზე მძიმე ტვირთად გვაწევს!