თურქეთში ყინვების გამო თხილის მოსავლის დაზიანების მასშტაბი უფრო ხილული ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად გახდება. სავარაუდოდ, ფასიც იმ დროისთვის შეიცვლება. თურქი თხილის მწარმოებელი კომპანია შპს. Veyisoğlu Industry and Trade-ის განცხადებით თხილზე მოთხოვნა და მისი მიწოდება ამჟამად დაბალანსებულია, ამიტომ, სავარაუდოდ ფასი 21.5-22.5 თურქული ლირის ფარგლებში დარჩება. (2.66-2.78$)
კომპანია მიიჩნევს, რომ ამჟამად თხილის მყიდველი კმაყოფილია და განაგრძობს პროდუქციის შესყიდვას. გამყიდველი – ნაკლებად კმაყოფილია, თუმცა თხილი მაინც იყიდება.
კომპანიის მფლობელი, ჰალიტ ვიისოღლუს განცხადებით, TMO თხილის შესყიდვას სავარაუდოდ აპრილის ბოლოს დაასრულებს. მისი აზრით, ეს ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს ბაზარზე, რადგან ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ამ პერიოდში საკმაოდ სტაბილურია.
ინფორმაციას თურქული გამოცემა www. Findiktv.com ავრცელებს.