Skip to content

თხილის მწარმოებელები თურქეთში მოსავლის კლებას ვარაუდობენ

გირესუნის ოლქში, რომელიც თხილის ერთერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი რეგიონია თურქეთში, თხილის მწარმოებელი ფერმერები ვარაუდობენ, რომ თხილის მოსავალი, რომელიც გასულ წელს დაახლოებით 100 ათასი ტონა იყო გირესუნში, წელს 70 ათას ტონამდე შემცირდება.

თხილის მწარმოებლებმა ღელვა მას შემდეგ დაიწყეს რაც ნათელი გახდა, რომ წელს მოსავლის საპროგნოზო რაოდენობას ვერ მიიღებენ. მთავარი მიზეზი საგაზაფხულო ყინვები და ძლიერი ქარია.

ამას ემატება ის გარემოებაც, რომ სასუქის ფასის გადაჭარბებული ზრდის გამო, თხილის მწარმოებელთა უმეტესობამ წელს ბაღებში სასუქის შეტანა საერთოდ ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ თხილის მოსავლის პროგნოზის განსაზღვრა თურქეთში ივლისსა და აგვისტოს თვეებში ხდება. ზოგიერთი ფერმერი კი საკუთარ ბაღებზე დაკვირვებით უკვე ვარაუდობს, რომ თხილის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით განახევრდება. დაბალი მოსავალი თურქეთში მსოფლიო თხილის ფასს სავარაუდოდ მაღლა აწევს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

წყარო: https://www.findiktv.com/findik-ureticisinde-endiseli-bekleyis.html