Skip to content

თურქეთში თხილის მოსავალი ყინვამ დააზიანა

აპრილის დასაწყისში თურქეთის თხილის მწარმოებელ რეგიონებში უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა და დიდთოვლობა დაფიქსირდა. თხილი ადრე იწყებს ვეგეტაციას, ამიტომ საგაზაფხულო წაყინვებს სავალალო შედეგების მოტანა შეუძლიათ.

მოკვლევის შემდეგ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თოვლის სიმაღლე 25-30 სანტიმეტრამდე აღწევდა, რაც უჩვეულოდ მაღალია. ექსპერტები არ დავობენ, რომ მაღალმთიან რეგიონებში მოსავალი დაზიანებულია, თუმცა ზარალის ზუსტი მასშტაბის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

თურქი ექსპერტი მუამედ აიდერიმის განცხადებით, შარშან თურქეთში მოსავლის მოცულობა 600 ათას ტონას შეადგენდა. მისი აზრით, ეს რიცხვი წელს, სავარაუდოდ, 500 ათას ტონამდე შემცირდება. თურქეთის მაღალმთიან სოფლებში მოსავალი, სავარაუდოდ, ძალიან ცოტა იქნება. პირველადი დაკვირვებით, ზოგიერთ ადგილას, ზარალი 80%-ს აღწევს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ამინდის გაუარესება არამხოლოდ თხილს, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებსაც შეეხო თურქეთში. ძლიერი წვიმების გამო დაზარალდნენ მარცვლეულისა და სხვა მცენარეული კულტურების მწარმოებლებიც.

ინფორმაციას თურქული გამოცემა www. Findiktv.com ავრცელებს.