Skip to content

რა ეღირება თხილის კრეფა 2022 წლის სეზონისათვის საქართველოში

ვიდრე საქართველოში თხილის კრეფის ფასებზე ვისაუბრებთ, მოდი გადავხედოთ რა ხდება ჩვენს მეზობელ თურქეთში.

თურქეთის სოფლის მეურნეობის პალატათა კავშირმა, 2022 წლის კრეფის სეზონისათვის დაადგინა თხილის მკრეფავის მინიმალური ანაზღაურება.

თხილის შემგროვებელი მუშის ხელფასი 216 ლირა/დღეში (35.79 ლარი) სადაც კვება მუშისაა.

ტომრების მზიდავის ფასი 235 ლირა/დღე (38.9 ლარი).

წონით თხილის შეგროვებისას მინიმალური ფასად განისაზღვრა 1.55 ლირა/კგ-ზე, რაც 0.26 ლარს უდრის დღევანდელი კურსით.

თხილის ჩენჩოსგან სარჩევი დანადგარის მომსახურება საათში 800 ლირა. (133 ლარი/სთ)

რა ეღირება თხილის კრეფა საქართველოში?

პირველადი ინფომრაციით დღიური მუშა 35-40 ლარის ფარგლებში ეღირება დასავლეთ საქართველოში (სადაც კვებას მუშა თავად უზრუნველყოფს). ხოლო წონაზე მომუშავე მუშისა სეზონის დასაწყისი 40 თეთრი/კგ. სეზონის ბოლოსთვის, როცა თხილში ტენის შემცველობა ქვემოთ იწევს, შეგროვების ფასი გაიზრდება 50 თეთრამდე და შეიძლება გადასცდეს კიდეც ამ ნიშნულს.

თუმცა მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მუშა ხელზე ფასები ბაღების განსხვავებული სპეციფიკის გამო,  შეიძლება განსხვავებული იყოს. განსხვავებას განაპირობებს მსხმოიარობა, რელიეფი, ზიდვის მანძილი, ჯიში და მისთ. ფასები განსხვავდება ასევე რაიონების მიხედვითაც.

მაგალითად ზუგდიდში ყოველთის ოდნავ უფრო ძვირი ღირს მუშა, ვიდრე დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში. კახეთში მუშის ფასი უფრო ძვირია ვიდრე სამეგრელოში. თხილის კრეფის ღირებულებაზე ზეგავლენა ამინდსაც აქვს, რადგან ცუდი ამინდების შემთხვევაში კრეფის ფანჯარა მცირდება და იგივე სამუშაოს შესასრულებლად მეტი რაოდენობის მუშახელია საჭირო.

ასევე მნიშნველოვანია ფერმერის მოლოდინი თხილის ფასთან მიმართებაში. შარშან ბევრ ფერმერს ფასთან და ხარისხთან მიმართებაში პოზიტიური მოლოდინები ქონდა და შესაბამისად გულუხვად უხდიდნენ მუშებს, თუმცა შემდგომ იმდენად დაეცა თხილის ფასი, ბევრ ფერმერს კრეფა უფრო ძვირი დაუჯდა ვიდრე თხილი ღირდა.

ფერმერებსა და მუშებს შორის ურთიერეთობაში, ისევე როგორც სხვა ინდუსტრიებში, მნიშვნელოვანია რომ ორივე მხარე კმაყოფილი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინდუსტრიაში პრობლემები გარდაუვალია. არ შეიძლება თურქეთში თხილის კრეფის ღირებულება 10-15% ით დაბალი, ხოლო თხილის სარეალიზაციო ფასი 30% ით მაღალი იყოს ვიდრე საქართველოში. ასე თხილის ინდუსტრიას ვერ განვავითარებთ მეგობრებო საქართელოში.