Skip to content

თხილის სახეობები

თხილის სახეობები

თხილის სახეობები

თხილის სახეობები:

თხილი (ლათინურად: Corylus) — ფოთოლმცვივანი ბუჩქების, იშვიათად ხეების გვარი არყისებრთა ოჯახისა.

თხილის სიცოცხლის ხანგრძლივობის გენეტიკური რესურსი საშუალოდ 180–200 წელია, თითოეული დედა ტოტი კი 70–80 წელს ცოცხლობს. 

გვარი შეიცავს 20-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფოთლოვანი ტყეების ზონაში.

საქართველოში ტყეებში ზღვის დონიდან 1500–1800 მ-მდე ბუნებრივად იზრდება თხილის 3 სახეობა: ჩვეულებრივი თხილი (Corylus avellana) ბუჩქი ან 8-მდე სიმაღლის ხეა, გავრცელებულია მთელ საქართველოში; დათვისთხილა (Corlylus colurna) იზრდება გურიასა და აჭარაში; კოლხური თხილი (Corylus colchica) საქართველოს ენდემია.