Skip to content

თხილის ინდუსტრიაში სტაგნაციის პერიოდი სრულდება

თხილის ფასი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში სტაბილურად დაბალ ნიშნულს ინარჩუნებდა, მატებას განაგრძობს. გასულ კვირამდე თხილის ფასი თურქეთში 35 ლირამდე მერყეობდა, დღეის მონაცემებით კი ეს რიცხვი გაიზარდა.

თურქეთის მთავრობამ თხილის მიზნობრივი ფასად 41 ლირა განსაზღვრა. თხილის ფასი 36 ლირამდე გასული კვირის ბოლოს გაიზარდა და როგორც უკვე აღინიშნა კვლავ განაგრძობს მატებას.

ორდუში სამშაბათს, 30 მაისს, თავისუფალ ბაზარზე 50% იანი გამოსავლიანობით გაუტეხავი თხილი 38 ლირად იყიდებოდა. რაც უფრო მაღალია გამოსავლიანობა, მით უფრო მაღალია ფასიც.

გამოსავლიანობის მიხედვით თურქეთში ფასები ასე ნაწილდება:

50% გამოსავლიანობის დაუმტვრეველი თხილი 38 ლირა (6.53 ლარი)

51% გამოსავლიანობის დაუმტვრეველი თხილი 38.76 ლირა (6.66 ლარი)

52% გამოსავლიანობის დაუმტვრეველი თხილი 39.52 ლირა (6.79 ლარი)

53 გამოსავლიანობის დაუმტვრეველი თხილი 40.28 ლირა (6.92 ლარი)

54% გამოსავლიანობის დაუმტვრეველი თხილი 41.04 ლირა (7.05 ლარი)

55% გამოსავლიანობის დაუმტვრეველი თხილი 41.80 ლირა (7.18 ლარი)

წყარო: https://www.findiktv.com/findikta-durgunluk-bitti-hareketlilik-basladi-8.html