Skip to content

2022 წლის თურქეთში თხილის მოსავლის პირველადი შეფასება

ყოველწლიურად, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, თურქეთიდან ვიღებთ თხილის მოსავლის პირველად პროგნოზებს, რაც ეფუძნება ბუჩქზე თხილის ყვავილების რაოდენობაზე დაკვირვებებს.

თხილის სექტორში არსებული სავაჭრო პალატის პროგნოზით, 2022 წლის მოსავალი დაახლოებით 790,000 ტონა იქნება. აქედან 242,000 ტონა მოდის თურქეთის შავი ზღვის რეგიონის დასავლეთი ნაწილიდან, ხოლო დარჩენილი 547,000 ტონა აღმოსავლეთი და ცენტრალური ნაწილიდან.

ამ შეფასებებთან, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. მიზეზი მარტივია- რადგან ჯერ კიდევ დიდი დროა მოსავლის აღებამდე, შესაძლებელია ბევრმა ფაქტორმა საბოლოო მოსავალზე ზეგავლენა მოახდინოს.

თურქეთის თხილის მოსავლის საბოლოო პროგნოზს ივლისის პირველი კვირის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.