Skip to content

ნინო წილოსანი მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს დარგის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრისთვის საჭირო თავიანთი ხედვები და წინადადებები გააცნეს.

შეხვედრაზე აღინიშნა მეთხილეობაში პოლიტიკის განსაზღვრის საჭიროებაზე.

„მეთხილე ფერმერთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა მათი თხოვნით შედგა. მნიშვნელოვანია, რომ მეთხილეობის დარგი პროგრესულად მზარდია და ჩვენს საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში მეორე ადგილი უკავია. ლოგიკური და ობიექტური იყო ის საკითხები, რაც მათ დააყენეს, მათ შორის, ეს ეხება ხელისუფლების მხრიდან სპეციალური და კოორდინირებული თანამშრომლობის სტრუქტურის შექმნას, იქნება ეს სააგენტოს სახით თუ სხვა ფორმით. ასევე ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, რომლებზეც მათ დროულად სჭირდებათ სახელმწიფოს ჩარევა და დახმარება. ჩვენ, კომიტეტის მხრიდან, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება აღვუთქვით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.